საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო-ის ლოგო

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სტაჟირება
ანაზღაურება: 720 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 14 ოქტ
განაცხადების ვადა: 17 ოქტ

ფუნქციები:

  • ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებული ცალკეული აქტივობების შესრულების პროგრესის მონიტორინგში მონაწილეობა;
  • სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისგან, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტებისგან და სხვა კომპეტენტური უწყებებისგან დეპარტამენტის უფლებამოსილებების შესრულების მიზნით საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და ანალიზში მონაწილეობა;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შემოწმებაში, ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
  • დეპარტამენტის შესაბამის აქტივობებში მონაწილეობა;
  • პროფესიული თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა;
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
    -პროექტების მართვის სამსახურის მხარდაჭერა მონაცემთა ანალიზში, პროექტების პროგრესის მონიტორინგში, ჩამორჩენების გამოვლენასა და მართვისთვის საჭირო ანგარიშგების მომზადებაში.

---

საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილება;
დ) საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.

---

დამატებითი მოთხოვნები:
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
იცის სახელმწიფო ენა;
სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი
განათლების ერთ-ერთი საფეხური.

განათლების მიმართულება
სავალდებულო: ინჟინერია / ეკონომიკა / ბიზნეს ადმინისტრირება/ პოლიტიკის მეცნიერებები.

უცხო ენა:
სასურველი - ინგლისური (დონე - B2)

კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
ა) გუნდური მუშაობის უნარი;
ბ) დროის ეფექტიანი მართვა;
გ) საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

---

დამატებითი ინფორმაცია:
სტაჟიორის კონკურსში მონაწილეობისათვის, სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს:
განათლება/სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
სამოტივაციო წერილი;
უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია აპლიკანტმა ატვირთოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე.
ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.
სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, დაუდგინდება სტაჟირების სპეციალური გრაფიკი.
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:

  • იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
  • იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
  • მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული
    საშუალების მოხმარების ფაქტს;
  • იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
  • თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
    – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს შერჩეულ კანდიდატთან, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კანდიდატის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, გაფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.

---

კატეგორია: ზედამხედველობა
ხელფასი: 720 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
მინიმალური განათლება: სტუდენტი
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი; Microsoft Office Project - - კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

პროექტების მართვამონაცემთა ანალიზიMicrosoft OfficeExcelგუნდური მუშაობადროის მართვა