სკაპი-ის ლოგო

საკრედიტო ადმინისტრატორი

სკაპი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 19 სექ
განაცხადების ვადა: 19 ოქტ

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გენერალური/საკრედიტო ხელშეკრულების მომზადება;
  • გირავნობის/იპოთეკის ხელშეკრულების მომზადება;
  • თავდებობის ხელშეკრულების მომზადება;
  • გირავნობის საგნის სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმება სსიპ მომსახურების სააგენტოს ავტორიზებული პროგრამის მეშვეობით;
  • გირავნობის რეგისტრაცია სსიპ მომსახურების სააგენტოს ავტორიზებული პროგრამის მეშვეობით;
  • გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება სსიპ მომსახურების სააგენტოს ავტორიზებული პროგრამის მეშვეობით.
  • რწმუნებულების მომზადება და შემოწმება;
  • იურიდიული პირის დაკრედიტების შემთხვევაში კომპანიის სამართლებრივად შემოწმება;
  • ფილიალებისათვის სამართლებრივი გადაწყვეტის გზების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30;

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV) ლინკზე - https://scapp.selfrecruit.ge/s/wKw8c

იურიდიული განათლებასაოფისე პროგრამებიდოკუმენტაციის მომზადებადეტალებზე ორიენტირებულობაგუნდური მუშაობა