ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესი

Entrée
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 11 სექ
განაცხადების ვადა: 11 ოქტ

საცხობების ქსელი " ანტრე ", რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს, ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში.

ანტრე აცხადებს ვაკანსიას ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესის პოზიციაზე.

საწყისი ანაზღაურება 1500 ლარი

განაკვეთი: 8 საათი დღეში

5 სამუშაო დღე კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და განთავსება
  • სტუმრების თბილად და თავაზიანად მისალმება შესვლისთანავე
  • მაგიდების განაწილება/ჯავშნების მართვა
  • ლოდინის სიის მართვა საჭიროებისამებრ და სტუმრებისთვის სავარაუდო დროის შეტყობინება
  • სტუმრების მაგიდამდე გაცილება და მენიუს გადაცემა

ჯავშნების კოორდინაცია:

  • სატელეფონო და ონლაინ ჯავშნების მიღება და ორგანიზება
  • დარბაზის განლაგების ცოდნა და მაგიდების ეფექტური განაწილება (ტევადობის, ჯგუფის ზომის მიხედვით)
  • სპეციალური მოთხოვნების აღრიცხვა (ალერგია, საზეიმო ღონისძიება, ინვალიდის ეტლით მოსარგებლე სტუმრები და ა.შ.)

კომუნიკაცია გუნდთან:

  • სერვისის გუნდთან კოორდინაცია მაგიდის დატვირთვის თანაბრად გასანაწილებლად
  • სამზარეულოსა და მენეჯმენტთან კავშირი დატვირთვის პიკის დროს

სტუმრის გამომშვიდობება:

  • გასვლისას მადლობის გადახდა და კვლავ მობრძანების მოწვევა
  • უკუკავშირის მიღება საჭიროებისამებრ

ადმინისტრაციული ფუნქციები: სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, კითხვებზე პასუხი (სამუშაო საათები, მენიუ, ლოკაცია)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • CV;
  • 3x4 ფოტოსურათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

სტუმრების მომსახურებაჯავშნების მართვაკომუნიკაციაადმინისტრაციული უნარები