ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ლიდერ კრედიტი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 8 ოქტ
განაცხადების ვადა: 5 ნოე

" სს მისო ლიდერ კრედიტი " წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალსა და 400-მდე თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი;

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული.

სამუშაოს აღწერილობა:

  • შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირება;
  • მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
  • შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის;
  • შემოსული ზარების გადამისამართება;
  • შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნის შემთხვევაში;
  • პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • უცხო ენების (რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საფინანსო მიმართულებით ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებული;
  • კეთილგანწყობილი;
  • კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 5 ნოემბერი

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ბმული: https://leadercredit.selfrecruit.ge/s/wHDDx

საოფისე პროგრამებირუსული ენაკომუნიკაციადროის მართვაკონფლიქტების მართვაგუნდური მუშაობა