უმცროსი Affiliate მენეჯერი
iGaming Company მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500-2000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 19 სექ
განაცხადების ვადა: 19 ოქტ
გამოცდილების დონე: დამწყები
"iGaming" კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი Affiliate მენეჯერის თანამდებობაზე.
პირობები:
- ლოკაცია: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
- ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500 GEL, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2000 GEL + საბონუსე სისტემა
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენი კომპანია წარმოადგენს სწრაფად განვითარებად ბრენდს iGaming ინდუსტრიაში. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პარტნიორული პროგრამების განვითარებაში.
რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები?
- ახალი პარტნიორების მოძიება და ჩართვა - კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით (Email, Telegram, LinkedIn და ა.შ.)
- არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა - რეგულარული კონტაქტი და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
- შეთავაზებების ოპტიმიზაცია - პარტნიორებისთვის ყველაზე ეფექტური შეთავაზებების შექმნა და მათი საჭიროებების გათვალისწინება
- შედეგების ანალიზი - კამპანიების მონიტორინგი, მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შემუშავება
- გუნდის მხარდაჭერა და გუნდური მუშაობა
რას ველით შენგან?
- ინგლისური ენის ცოდნა - აუცილებელია (B2+/C1 დონე), აუცილებელია თავისუფლად კომუნიკაციისთვის (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება პლუსად)
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები
- მოტივაცია და სწრაფად სწავლის უნარი
- პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი
- MS Office-ის ან Google Sheets-ის ცოდნა - (Excel-ის ძირითადი ფუნქციები იქნება პლიუსი)
- გაყიდვების ან ციფრული მარკეტინგის ცოდნა/გამოცდილება - სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი
- Igaming ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება პლუსად
რას გთავაზობთ?
- კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
- გუნდური და პროფესიული მხარდაჭერა
- შესაძლებლობა იმუშაო საერთაშორისო პროექტებზე
- სტაბილური ანაზღაურება + ბონუსური სისტემა
- ევროპის ყველაზე დიდ iGaming კონფერენციებში დასწრების შესაძლებლობა
თუ თვლი, რომ ეს როლი შენ გესადაგება, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტა და გავეცნობით შენს კანდიდატურას!
EnglishCommunicationNegotiationMS OfficeGoogle SheetsDigital MarketingSales