მზიური-ის ლოგო

გაყიდვების ანალიტიკოსი

მზიური
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 28 სექ
განაცხადების ვადა: 28 ოქტ

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს " მზიური ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში გაყიდვების ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველთვიური/წლიური/კვარტლური გაყიდვების რეპორტის მომზადება;
  • მიმდინარე პრომო აქციების მონიტორინგი, კონტროლი და ეფექტურობის შეფასება, ანალიტიკა;
  • დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით, მისი ანალიტიკა;
  • კონკურენტების ფასების ანალიზი;
  • ზემდგომი მენეჯერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება;
  • Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
  • სასურველია 1С ოპერაციული სისტემის გამოცდილება;
  • ინგლისური (აუცილებელი) - რუსული (სასურველი)

სხვა უნარები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
  • ანაზღაურება 1500-დან გამოცდილების შესაბამისად.
  • მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. N 113დ.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • FitPass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების - ანალიტიკოსი"

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.

2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;

6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;

8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება;

9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

Excelანალიტიკური აზროვნებაინგლისური ენა1Cდროის მართვა