დამლაგებელი ამბულატორულ განყოფილებაში
ფრილანსერიკავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილები განკუთვნილია ამბულატორიული განყოფილებებისთვის.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე ადამიანებს, რომლებსაც სურთ სტაბილურ სამუშაო გარემოში დასაქმება.
სამუშაო გრაფიკი:
კანდიდატებს ვთავაზობთ რამდენიმე ტიპის სამუშაო გრაფიკს:
* 24-საათიანი მორიგეობა – ყოველ მესამე დღეს (დაახლოებით 13 მორიგეობა თვეში);
* 16-საათიანი მორიგეობა – ყოველ მესამე დღეს;
* დღიური გრაფიკი – 8, 6 ან 5 საათი, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
* შაბათ-კვირის გრაფიკი – ცალკე პოზიციებია გათვალისწინებული მათთვის, ვისაც მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობა შეუძლია.
ანაზღაურება
1 200 ლარი (დარიცხული – Gross).
ხელფასი ირიცხება საბანკო ანგარიშზე.
ძირითადი მოვალეობები:
ამბულატორიული განყოფილება:
დღის ცვლაში:
* ტუალეტების, დერეფნებისა და ფოიეს დასუფთავება;
* საჭიროების შემთხვევაში ექიმის კაბინეტის მოწესრიგება.
ღამის ცვლაში:
* კაბინეტების დასუფთავება;
* ნაგვის გატანა;
* იატაკის, ნიჟარების, სარკეებისა და ფანჯრის რაფების გაწმენდა;
* დერეფნებისა და ტუალეტების დასუფთავება;
* შესაბამისი სართულის კიბის დასუფთავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
* პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
* გუნდურად მუშაობის უნარი;
* მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
თუ გსურთ დასაქმება მოწესრიგებულ სამუშაო გარემოში, შემოგვიერთდით! 568731687