Cenomi Retail-ის ლოგო

მძღოლი — თბილისი

Cenomi Retail
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 31 აგვ
განაცხადების ვადა: 30 სექ

Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას

სამუშაო პირობები:

• სამუშაო საათები: 09:00-18:00, 1 საათი შესვენება;

• სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

• ანაზღაურება - 1 500 ლარი (ხელზე ასაღები);

• ჯანმრთელობის დაზღვევა (პაკეტის ღირებულებას ფარავს კომპანია).

შესასრულებელი სამუშაო:

• კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებით ტვირთის საწყობიდან დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილიდან საწყობში დაბრუნება.

სავალდებულოა:

• B, C კატეგორიის მართვის მოწმობა.

უსაფრთხო მართვაპუნქტუალურობაპასუხისმგებლობაორგანიზებულობა