კონტენტის ოპერატორი - TKT.ge
TNETშემოუერთდი " TNET "-ის ციფრულ ეკოსისტემას TKT.ge-ის Content Operator -ის პოზიციაზე!
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი / ჰიბრიდული, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
შენი როლი "თინეთში":
- TKT.ge საიტზე ღონისძიებების ვებ გვერდზე დროულად და სწორად განთავსება/შემდგომი მართვა;
- პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით, ბილეთებზე/ადგილებზე ფასების სრული სიზუსტით მინიჭება;
- ორგანიზატორის მოთხოვნის შესაბამისად კალათების დაყოფა და შეცვლა/გადართვა რაოდენობის მიხედვით;
- ჯავშნების შექმნა/გაუქმება, პრომოკოდების დაგენერირება, მოსაწვევების და ყიდვის ბმულების გაგზავნა;
- ვიზუალური მასალის ატვირთვა მარკეტინგისთვის;
- ორგანიზატორებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
- თუ გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ონლაინ პლატფორმის მართვა, მონაცემთა შეყვანა, კონტენტის ოპერირება) ან ადმინისტრაციულ საქმიანობაში.
- გაქვს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულად და ინგლისურად.
- იცი Microsoft Office-ის პროგრამები და გაქვს ადმინ-პანელებთან მუშაობის გამოცდილება (კონტენტის ატვირთვა, მართვა, რედაქტირება)
- ხარ ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული და არ უშინდები გამოწვევებს
"თინეთში" დაგხვდება:
- ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
- ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
- მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
- სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
- კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: ელ. ფოსტა
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
- თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
- რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.