ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

Auto Home
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 16 სექ
განაცხადების ვადა: 16 ოქტ
გამოცდილების დონე: დამწყები

ავტომობილების სადილერო კომპანია " Auto Home " აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი
  • ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე;
  • ადგილმდებარეობა - თბილისი, დიდი დიღომი .

შესასრულებელი ამოცანები:

  • HR პროგრამული სისტემის (self.ge) სრული მართვა;
  • თანამშრომლებისთვის არამატერიალური სამოტივაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება;
  • სრული ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაყვანისა და გათავისუფლების პროცედურების უზრუნველყოფა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევაში თანამშრომლების დამატება/ამოღება;
  • ახალი თანამშრომლის ონბორდინგი/ადაპტაცია/ მხარდაჭერა;
  • თანამშრომელთა/კანდიდატთა ბაზების წარმოება, მუდმივი განახლება;
  • შერჩევის სრული ციკლის მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების და HR პორტალის (Self.ge) ცოდნა;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება --> "ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".

HR მენეჯმენტიSelf.geშრომის კოდექსირეკრუტინგიონბორდინგისაოფისე პროგრამებიდროის მართვა