ქებული კლიმატი-ის ლოგო

საცალო გაყიდვების სპეციალისტი

ქებული კლიმატი
მდებარეობა: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 9 ნოე
ბოლო ვადა: 9 დეკ
გამოცდილების დონე: საშუალო

ქებული კლიმატი - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ვეძებთ საცალო გაყიდვების სპეციალისტს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია და საცალო გაყიდვების ხელშეწყობა.

მოვალეობები: პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;

მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;

ნაშთების კონტროლი, დახლზე არ არსებულ საქონელზე მოთხოვნის ფორმირება პროდუქციის პროგრამული მიღება და მარაგების დასაწყობება;

დახლებზე არსებული მარაგების მუდმივი განახლება და სეგმენტაციის მიხედვით განთავსება;

ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;

ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა; მომხმარებლისთვის გაყიდული პროდუქციის შეგროვება, მომზადება, სატრანსპორტო საშუალებამდე მიტანა, ჩატვირთვა შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით;

მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა (1C პროგრამის ცოდნა სასურველია).

გაყიდვების მართვამომხმარებელთა მომსახურებასალარო ოპერაციებიმარაგების აღრიცხვაMicrosoft Office1C პროგრამაპროდუქტის პრეზენტაციაშრომის უსაფრთხოება