გაყიდვების კონსულტანტი — Stradivarius, თბილისი მოლი
Cenomi RetailCenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
სამუშაო პირობები
ნახევარი განაკვეთი:
• სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი ( 2 დღე დასვენება)
• ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 500 ლარი + 300 ლარამდე ბონუსი.
რას გააკეთებ:
• შეისწავლი მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლებლებს;
• მომხმარებლებს გაუწევ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას;
• ჩართული იქნები მღაზიაში განთავსებული პროდუქციის გაყიდვაში;
• განახორციელებ მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგებას და მერჩენდაიზინგს.
ჩვენ გთავაზობთ:
• სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
• ჯანმრთელობის დაზღვევას-ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში;
• წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.