სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო-ის ლოგო

საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმების სპეციალისტი

სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3200 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 14 ოქტ
განაცხადების ვადა: 19 ოქტ

ფუნქციები:

  • გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;
  • მშენებლობის ნებართვის არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;
  • ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანაზე ან გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ტიპის სამშენებლო/სამონტაჟო/კეთილმოწყობითი/გამწვანების და სხვა სამუშაოების (მოქმედებების) ჩატარებაზე/განხორციელებაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს პოზიციის გათვალისწინებით;
  • ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე განსაზღვრული სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქონების მართვის სააგენტოდან თანხმობის გამოთხოვის მიზნით სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენა;
  • საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.
  • სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსისა და სააგენტოს უფროსის კოორდინატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება.

---

საკონკურსო თემატიკა:
•   საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;
•       საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
•       საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
•       საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
•       საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“;
•       საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
•       საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
•       საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“;
•       საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
•       საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
•       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;
•       საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“;
•       საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება “ტექნიკური რეგლამენტის ‐ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე”;
•       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14‐39 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ”;
. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134​​1 მუხლით, 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​2 მუხლით, 135-ე-135​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“;
•       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №79-36 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ“.

---

დამატებითი მოთხოვნები:
-პროფესია: არქიტექტურა/ურბანული დაგეგმარება/ სამართალმცოდნეობა/ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება;

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა - წერითი უნარები B2; ვერბალური B2;
  • კომპეტენციები და უნარები:
  1. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  2. ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  4. გუნდური მუშაობის უნარი;
  5. კომპლექსური აზროვნება;
  6. დროის ეფექტიანი მართვა;
  7. საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  8. ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.

---

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბლოკში "განათლება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბლოკში „სამოტივაციო წერილი" კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით;
  • ბლოკში „სამუშაო გამოცდილება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
  • კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
  • კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან გასაუბრებაზე.

---

კატეგორია: ტრანსპორტი
ხელფასი: 3200 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 2
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი; Microsoft Office PowerPoint - - კარგი; Microsoft Office Outlook - - კარგი; ArchiCAD - - კარგი; Arc GIS - - კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

Microsoft OfficeArchiCADArc GISსამართლებრივი ანალიზიურბანული დაგეგმარებაკომუნიკაციადროის მართვა