უძრავი ქონების აგენტი

Key Group
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 9 სექ
განაცხადების ვადა: 9 ოქტ

უძრავი ქონების კომპანია "KEY GROUP" ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ უძრავი ქონების აგენტს .

თუ გსურს განვითარდე უძრავი ქონების სფეროში, გაიუმჯობესო გაყიდვებისა და მოლაპარაკებების უნარები და იმუშაო პროფესიულ გარემოში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე და კომფორტულ ოფისს
  • სრულად აღჭურვილ სამუშაო გარემოს
  • ანაზღაურებად სტაჟირებას
  • საქმის ადგილზე, პრაქტიკული გზით შესწავლას
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • კომპანიის ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
  • სავარაუდო მოსალოდნელი ანაზღაურება სტაჟირების შემდგომ 3000 + (ხელფასი + ბონუსი)

ძირითადი თხოვნები:

  • ქართული ენის გამართულად ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომუნიკაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • გაყიდვებისადმი და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სურვილი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • კლიენტებთან პროფესიული და თავაზიანი კომუნიკაცია
  • აქტიური მოსმენისა და კლიენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მოტივაცია და სწრაფად სწავლის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00

საკონტაქტო ელფოსტა:

გაყიდვებიმოლაპარაკებების წარმოებაქართული ენაინგლისური ენარუსული ენაკომუნიკაციადროის მართვაB კატეგორიის მართვის მოწმობა