ავეჯის კონსტრუქტორი

DRstudio
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: დროებითი
გამოქვეყნდა: 6 აგვ
განაცხადების ვადა: 5 სექ

თუ გაქვს შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის კონსტრუირების გამოცდილება, ხართ პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

"DRstudio " აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტზე გასვლა და ზუსტი აზომვითი სამუშაოების შესრულება.
  • ინდივიდუალური ავეჯის კონსტრუქციული და ტექნიკური ნახაზების მომზადება.
  • მასალების, დეტალებისა და ტექნიკური ნახაზების მომზადება.
  • მასალების, დეტალებისა და ფურნიტურის სპეციფიკაციის მომზადება.
  • შეკვეთის დოკუმენტაციის მომზადება და დასაჭრელად შესაბამის კომპანიაში გადაგზავნა.
  • დიზაინერთან, საწარმოო გუნდთან და მონტაჟის ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა.
  • საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა.

მოთხოვნები:

  • ავეჯის კონსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება.
  • AutoCAD-ის სრულყოფილი ცოდნა.
  • ტექნიკური ნახაზების მომზადების გამოცდილება.
  • შეკვეთით დამზადებული კორპუსული ავეჯის კონსტრუირების გამოცდილება.
  • ავეჯის მასალების და ფურნიტურის კარგი ცოდნა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება: ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით (კვადრატულობით)

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
  • თანამედროვე და კომფორტულ გარემოს.
  • საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: აუთსორსი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:

AutoCADავეჯის კონსტრუირებატექნიკური ნახაზებიაზომვითი სამუშაოები