უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი
ეტერნა ჯორჯია მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 26 აგვ
განაცხადების ვადა: 25 სექ
გამოცდილების დონე: დამწყები
"Eterna Georgia" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
- მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, სასურველია სოციალურ მედიასა და ციფრულ მარკეტინგში
- სოციალური მედიის პლატფორმების მართვის გამოცდილება
- Meta Ads Manager-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
- კონტენტის შექმნისა და დაგეგმვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა
- კარგი საკომუნიკაციო და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები
- გაყიდვებსა და მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებულობა
- კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
სამუშაო აღწერილობა:
- მარკეტინგული კონტენტის შექმნისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა მარკეტინგის მენეჯერთან შეთანხმებით
- სოციალური მედიის არხების ყოველდღიური მართვა და განვითარება მარკეტინგის მენეჯერთან შეთანხმებით
- სოციალური მედიისთვის ფოტო, ვიდეო და ტექსტური კონტენტის მომზადებაში მონაწილეობა
- Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის, გაშვებისა და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა
- შოურუმში მომხმარებლების მომსახურება და მათი საჭიროებების, ინტერესებისა და ქცევის დაკვირვება
- მომხმარებელთა უკუკავშირისა და შოურუმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მარკეტინგული იდეებისა და ინიციატივების შემუშავება და მარკეტინგის მენეჯერისთვის შეთავაზება
- მომხმარებელთა ინტერესებისა და ბაზრის ტენდენციების დაკვირვება და შესაბამისი მარკეტინგული შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში მხარდაჭერა
- ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში
პირობები:
- სამუშაო საათები: 12:00 - 19:00, დასვენება — კვირაში სამი დღე
- უპირატესობები: კომპანია ახლად დაფუძნებულია და კომპანიის განვითარებასთან ერთად, ახალ და უფრო მაღალი პოზიციის ვაკანსიებზე შევსება პრიორიტეტულად მოხდება არსებული თანამშრომლებისგან. ეს ნიშნავს რომ კომპანიის განვითარების ნაწილი შეგიძლიათ გახდეთ თავიდანვე.
- ლოკაცია: თბილისი, საბურთალოს რაიონი. ალ ყაზბეგის გამზ. (სითი მოლთან).
- ანაზღაურება: 800 ლარი დარიცხული, ხელზე ასაღები 627 ლარი . პირველი სამი 3 ფიქსირებული, შემდეგ ზრდადი (ბონუსირებით).
დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/QKlB68
Digital MarketingSocial Media ManagementMeta Ads ManagerContent CreationCommunicationCustomer Service