კორპ. მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტi

გოუნეტ
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 7 აგვ
განაცხადების ვადა: 6 სექ
გამოცდილების დონე: დამწყები

შპს "გოუნეტი" ეძებს კორპორატიული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს , რომელიც ჩაერთვება ბიზნეს კლიენტებისთვის მიწოდებული ქსელური სერვისების მონიტორინგში, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინციდენტების მართვაში. კანდიდატი იმუშავებს თანამედროვე ოპტიკურ და IP/MPLS ინფრასტრუქტურასთან, მონაწილეობას მიიღებს პრობლემების დიაგნოსტიკაში, მომხმარებელთა ტექნიკურ კონსულტაციაში და ქსელის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში. პოზიცია განკუთვნილია მოტივირებული კანდიდატებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება.

მოვალეობები:

  • კორპორატიული მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.
  • ქსელის სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა.
  • მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ტექნიკურ გუნდთან ესკალაცია.
  • Cisco, Juniper და სხვა ქსელური მოწყობილობების საბაზისო კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა.
  • VPN, BGP, OSPF, VLAN, MPLS, QoS და სხვა ქსელური ტექნოლოგიების მხარდაჭერა.
  • ოპტიკური ქსელისა და კორპორატიული სერვისების მონიტორინგი და გამართულობის კონტროლი.
  • მონიტორინგის სისტემებში დაფიქსირებულ ალარმებზე დროული რეაგირება.
  • შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება და ტექნიკური ანგარიშების მომზადება.
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია ტელეფონით, ელფოსტითა და CRM სისტემის საშუალებით.
  • სხვა ტექნიკურ გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია და ერთობლივი მუშაობა ინციდენტების დროული აღმოფხვრის მიზნით.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სწავლა ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების, ტელეკომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით.
  • TCP/IP პროტოკოლების ცოდნა.
  • Routing & Switching-ის საფუძვლების ცოდნა.
  • VLAN, STP, OSPF, BGP-ის საბაზისო ან საშუალო დონის ცოდნა.
  • IP მისამართების დაგეგმვისა და Subnetting-ის ცოდნა.
  • Linux-ის ან Windows Server-ის საბაზისო ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • Cisco, Juniper, MikroTik ან სხვა ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე.
  • CCNA, JNCIA ან შესაბამისი ცოდნა/სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

პერსონალური უნარ ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • დროის სწორად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად შესწავლის სურვილი და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი.
  • ანაზღაურება - შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის (CCNA, JNCIA და სხვა) მომზადების შესაძლებლობა.
  • თანამედროვე სატელეკომუნიკაციო და ქსელურ ინფრასტრუქტურასთან მუშაობის შესაძლებლობა.
  • მეგობრული, პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე:

TCP/IPRouting & SwitchingVLANOSPFBGPSubnettingLinuxWindows ServerCiscoJuniper