შოურუმის ქოლცენტრის ოპერატორი
Yansსამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 28 სექ
განაცხადების ვადა: 28 ოქტ
გამოცდილების დონე: დამწყები
ვეძებთ ოპერატორს კომპანია " იანსის " ქოლ-ცენტრისთვის.
პასუხისმგებლობა:
- მომხმარებლის სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- კლიენტებისგან შეკვეთების მიღება ონლაინ ან შოურუმში;
- პროდუქციის ასორტიმენტის, ფასების, მიწოდების პირობების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და მომხმარებლისთვის მიწოდება;
- კლიენტებთან დაკავშირებისას ამომწურავი და სასიამოვნო კომუნიკაცია;
- თვალყურის დევნება და პასუხი ვებსაიტზე და სოციალური მედიის გვერდებზე მიღებულ შეკვეთებსა და შეტყობინებებზე;
- საჭიროების შემთხვევაში (კვირაში 1 დღე) ზედნადებების ატვირთვა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
- რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაციისა და კომპიუტერის გამოყენების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კლიენტებთან კეთილგანწყობით და მოთმინებით კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო საათები: 9:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე;
- ხელფასი: 1500 ლარი თვეში.
თქვენი რეზიუმე უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: ელ. ფოსტა
ქართული ენარუსული ენაკომპიუტერული უნარებიკომუნიკაცია1C პროგრამა