ღამის ცვლის ადმინისტრატორი
სარეაბილიტაციო ცენტრი ელიზიუმი მდებარეობა: მცხეთა
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 100 ₾/დღე
გამოქვეყნდა: 7 ოქტ
განაცხადების ვადა: 6 ნოე
გამოცდილების დონე: დამწყები
სარეაბილიტაციო ცენტრი "ელიზიუმი"
აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა, 18:00 საათიდან 10:00 საათამდე
ანაზღაურება: მორიგეობა - 100 ლარი
მდებარეობა: მცხეთა
ძირითადი მოვალეობები:
- ცენტრში ღამის საათებში მიმდინარე პროცესების ადმინისტრირება და კონტროლი;
- ბენეფიციარების/პაციენტების საჭიროებების დროული მიღება და შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ცენტრის შიდა წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში პერსონალთან და პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია;
- შემოსული ზარებისა და ინფორმაციის მიღება/გადაცემა;
- ღამის ცვლის განმავლობაში წარმოშობილი საკითხების დაფიქსირება და დღის ცვლისთვის ინფორმაციის გადაბარება;
- ადმინისტრაციული ჩანაწერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
- სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი;
- ყურადღებიანობა და პუნქტუალურობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერის საბაზისო პროგრამების ცოდნა.
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
როგორ შევიტანო განაცხადი?
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ. ფოსტა -ზე ან დაგვიკავშირდით +995 555 998 834
გაცნობებთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან.
გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი და ერთად ვიზრუნოთ პაციენტების ჯანმრთელობაზე!
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრირებაკომუნიკაციაგუნდური მუშაობაინგლისური ენარუსული ენაკომპიუტერული უნარები