IT სპეციალისტი

Infinity Ventures Holding
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 18 სექ
განაცხადების ვადა: 18 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო

"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

  • Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
  • Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
  • Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
  • Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში;
  • ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

"Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კომპანიისა და კომპანიის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე კომპიუტერული და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის თანამშრომლების კომპიუტერულ ტექნიკაზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია, განახლება და ტესტირება;
  • კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული და ქსელური მოწყობილობების დაზიანებების დიაგნოსტიკა და შესაბამისი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა;
  • კომპანიის მასშტაბით პროფილაქტიკური და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სამუშაო სივრცეებში კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი, კონფიგურაცია, ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება;
  • IP ტელეფონიის სისტემების მონტაჟი, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, აღდგენა, განახლება და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ლოკალური ქსელის მოწყობილობებისა და საკაბელო ინფრასტრუქტურის მონტაჟი, გამართვა და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური მოვლა-პატრონობა, პროფილაქტიკური შემოწმება და გაწმენდა;
  • კომპიუტერული მოწყობილობების შიდა და გარე წმენდა, გაგრილების სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  • კომპანიის IT სისტემების უსაფრთხო და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და IT საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა თანამშრომლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Outlook);
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • SLACK, MONDEY, OUTLOOK პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 ან 09:00-18:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. მაჭავარიანის N65 (ვაშლიჯვარი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

MS OfficeSlackMondayOutlookIT ინფრასტრუქტურაქსელური მოწყობილობებიIP ტელეფონიატექნიკური მხარდაჭერა