გაყიდვების მენეჯერი

FK Development
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 24 აგვ
განაცხადების ვადა: 23 სექ

"FK Development" არის წამყვანი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციურ და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში.

" Tonino Lamborghini Tower Batumi " - მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით შექმნილი პრემიუმ კლასის ბრენდირებული რეზიდენცია ბათუმში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, უნიკალური კონცეფციითა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით.

გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ენერგიულ, ამბიციურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს , რომელიც პროფესიონალურ გარემოში შეძლებს კარიერულ განვითარებას და მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დეველოპერული პროექტის წარმატებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების პროფესიონალური კონსულტაცია და პროექტის სრულყოფილი პრეზენტაცია
  • გაყიდვების პროცესის მართვა პირველადი კომუნიკაციიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდე
  • შეხვედრების, პრეზენტაციებისა და პროექტის დათვალიერების ორგანიზება
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება
  • CRM სისტემაში მონაცემების დროული და ეფექტური მართვა
  • გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება
  • ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი
  • კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ბრენდის ღირებულებების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება
  • უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური და/ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გაყიდვების ძლიერი უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • MS Office-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას
  • მაღალ საბონუსე და საკომისიო სისტემას
  • პროფესიულ ტრენინგებსა და უწყვეტ კარიერულ განვითარებას
  • თანამედროვე, დინამიკურ და საერთაშორისო სტანდარტების სამუშაო გარემოს
  • შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიო ბრენდის Tonino Lamborghini-ს სახელით განხორციელებულ გამორჩეულ დეველოპერულ პროექტზე
  • პროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობას და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას

სამუშაო ადგილი: ბათუმი

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: .

თემის ველში მიუთითეთ:

"გაყიდვების მენეჯერი - Tonino Lamborghini Tower Batumi"

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაყიდვებიმოლაპარაკებების წარმოებაპრეზენტაციის უნარებიCRMMS Officeკლიენტებთან ურთიერთობა