ბელბოი
კომპლექსი კრუიზი" კომპლექსი კრუიზი " მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა — 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს
ანაზღაურება: 1000 ლარი
კვება: უზრუნველყოფილია
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და საჭიროების შემთხვევაში ბარგის გადატანაში დახმარება;
- სასტუმროს შიდა სივრცეებში წესრიგისა და საერთო მდგომარეობის ზედამხედველობა;
- ლობის, დერეფნების და სხვა საერთო სივრცეების მუდმივი ყურადღება და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
- სტუმრების საჭიროებებისა და მოთხოვნების ოპერატიულად გადაცემა შესაბამის თანამშრომლებთან;
- სასტუმროს სერვისების სრულყოფილი ცოდნა
- საჭიროების შემთხვევაში სტუმრებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა და მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა და სტუმართან თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: ელ. ფოსტა . საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.