ბუღალტრის თანაშემწე
საქართველოს ცემენტის კომპანიაშპს "საქართველოს ცემენტის კომპანია " გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე;
ვაკანსიის მდებარეობა: ქ.ფოთი
პოზიცია: ბუღალტრის თანაშემწე
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (1 საათი შესვენება)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ნედლეული, სახარჯი მასალები და სხვა მარაგები) მოძრაობის კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების სააღრიცხვო სისტემაში ასახვა;
- მარაგებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა: შესყიდვა, გადაადგილება, ჩამოწერა და ნაშთების კონტროლი;
- თანამშრომელთა კვების სარგებლის დაანგარიშება და დარიცხვა, ასევე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
- სახარჯი მასალების პროგრამული ჩამოწერის პროცესის კონტროლი და შესაბამისი ჩამოწერის აქტების მომზადება;
- მენეჯმენტის შიდა სააღრიცხვო ფაილებში მიმდინარე საწარმოო პროცესების ასახვა, მათ შორის წარმოებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;
- საწვავის შესყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა;
- საწვავის ჩამოწერის პროცესის კონტროლი და შესაბამისი ჩამოწერის აქტების მომზადება;
- პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
- ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში საჭირო ინფორმაციის მომზადება და შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია.
- საჭიროების შემთხვევაში, მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება.
- სასურველია წარმოების სფეროში სამუშაო გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- საბუღალტრო პროგრამა balance-ის და oris-ის ცოდნა
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- პასუხისმგებლობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- პუნქტუალურობა.
- პასუხისმგებლობა.
- კეთილსინდისიერება.
კომპანია უზრუნველყოფს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული ნომერი
- კომფორტული სამუშაო გარემო.
კანდიდატების შერჩევა მოხდება:
სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელ. ფოსტა 25 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: ბუღალტრის თანაშემწე.
გისურვებთ წარმატებას!