მონიტორინგისა და ინსპექტირების სპეციალისტი
პრო საუნდი მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 7 აგვ
განაცხადების ვადა: 6 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო
კომპანია "Pro Sound" -ი აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგისა და ინსპექტირების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვიდეომონიტორინგი (CCTV Control): სამეთვალყურეო კამერების სისტემატური კონტროლი და თვალყურის დევნება ოპერაციული პროცესების სწორად მიმდინარეობაზე.
- საწყობისა და ინვენტარის ინსპექტირება: საწყობში პროცესების პერიოდული შემოწმება, ტექნიკისა და ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებული, გაფუჭებული ან ნაკლული აღჭურვილობის დროული დეტექცია და აღრიცხვა.
- ღონისძიებებზე (On-site) მონიტორინგი: ღონისძიების (Event) ლოკაციებზე ადგილზე გადამოწმება/ინსპექტირება: ტექნიკისა და კონსტრუქციების უსაფრთხოების, აწყობა-მონტაჟის ხარისხისა და პროცესების კონტროლი.
- პერსონალის შრომის უსაფრთხოების კონტროლი: სამუშაო პროცესში პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (ჩაფხუტი, დამცავი ღვედი/სისტემები და ა.შ.) სავალდებულო გამოყენების და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი.
- დეტალური შემოწმება და ანალიზი: ნებისმიერი შესაძლო ხარვეზის, დანაკლისის ან უსაფრთხოების წესების დარღვევის მიზეზების ჩაძიება, დეტალური გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება.
- ანგარიშგება და რეპორტინგი: გამოვლენილი ხარვეზების, დაზიანებების ან უსაფრთხოების დარღვევების შესახებ დეტალური ფოტო/ვიდეო ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
- პროცესების სტანდარტიზაციის კონტროლი: კომპანიის შიდა რეგლამენტისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: მონიტორინგის, ხარისხის კონტროლის, შრომის უსაფრთხოების ან ინსპექტირების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნიკურ, ლოჯისტიკურ ან ღონისძიებების სფეროში).
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა: ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა (ჩაფხუტი, დამცავი ღვედები) და სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოების ძირითადი ნორმების ცოდნა.
- ვიდეომონიტორინგის სისტემების ცოდნა: CCTV/ვიდეომონიტორინგის პროგრამებთან და სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- დეტალებზე ორიენტირებულობა: წვრილმან დეტალებში ჩაღრმავებისა და შეუმჩნეველი ხარვეზების/დაზიანებების აღმოჩენის უნარი.
- ტექნიკურ/ინვენტარულ ნაწილთან მუშაობა: სხვადასხვა აღჭურვილობისა და პროცესების ვიზუალური და ტექნიკური მდგომარეობის შეფასების უნარი.
- პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული უნარების საბაზისო ცოდნა (ანგარიშებისა და რეპორტების შესადგენად).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი დაკვირვებულობა და პრინციპულობა
- დეტალებზე ჩაძიებისა და გადამოწმების უნარი
- უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მკაცრი კონტროლი ✔ ობიექტურობა და მიუკერძოებლობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა და ანგარიშის გამართულად დაწერის უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში.
- ზეგანაკვეთური სამუშაო: საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, საჭიროების შემთხვევაში - მივლინება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: ელ. ფოსტა / gio.khoti@gmail.com
CCTVშრომის უსაფრთხოებაინვენტარიზაციაანგარიშგებახარისხის კონტროლი