უსაფრთხოების ოფიცერი
Hampton by Hilton Batumi Center მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1200 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 21 სექ
განაცხადების ვადა: 21 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო
" Hampton by Hilton Batumi Center " აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება;
- გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები;
- იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
- მოახდინოს კამერების მონიტორინგი;
- ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
- ნომრებში სეიფის დაბლოკვის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მისი გახსნის უზრუნველყოფა;
- სახანძრო განგაშის/ევაკუაციის შემთხვევაში, ევაკუაციის პროცესში აქტიური ჩართულობა, სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან კოორდინაცია;
- შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს;
- უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ბათუმი , რუსთაველის #20
- სამუშაო განაკვეთი: 12 საათიანი ცვლა (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
- ანაზღაურება: 1200 ლარი
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
- ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
- 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
- დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
უსაფრთხოების უზრუნველყოფაკამერების მონიტორინგიკონფლიქტური სიტუაციების მართვადროის მართვაგუნდური მუშაობა