ბუღალტერი

რესტორანი
მდებარეობა: მცხეთა
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
დასაქმების ტიპი: მოქნილი განაკვეთი
გამოქვეყნდა: 27 აგვ
განაცხადების ვადა: 26 სექ

რესტორანი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

მდებარეობა: მცხეთა

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობა)

ბუღალტრის მოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
  • ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
  • ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
  • საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
  • საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • სალაროს და ინკასაციის კონტროლი
  • დებიტორებთან შედარება და ჩარიცხვების კონტროლი
  • ინვოისის გამოწერა
  • მასალა/ნედლეულის ჩამოწერა
  • შიდა ტრანსფერების კონტროლი
  • პროგრამაში გატარების შესრულება
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება (თვეში ერთხელ)
  • სხვადასხვა შიდა რეპორტის მომზადება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • წარმოების ცოდნა და გამოცდილება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლის
  • ბუღალტრული აღრიცხვის წესებისა და პროცედურების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ფინა)

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • პუნქტუალური და პასუხისმგებლობიანი
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • კომუნიკაციის დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 508004.

გისურვებთ წარმატებებს!

ბუღალტრული აღრიცხვასაგადასახადო დეკლარირებაFinaსაოფისე პროგრამებიანალიტიკური აზროვნებადროის მართვა