ატელიეს მკერავი

HAMO Concept
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 24 აგვ
განაცხადების ვადა: 23 სექ

" HAMO Concept " ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს მუდმივი თანამშრომლობისთვის.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურ სამოსზე მაღალი სიზუსტით მუშაობა და კარგად ესმის ატელიეს სამუშაო კულტურა — კონსტრუქციიდან და მორგებიდან საბოლოო ხელით დამუშავებამდე.

სამუშაო მიმართულებები:

  • კოლექციის ნიმუშებისა და ერთეული მოდელების შეკერვა
  • ინდივიდუალური შეკვეთების შესრულება, მულაჟთან მუშაობა
  • საქორწილო და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ სამოსზე მუშაობა
  • მორგება და საჭირო კორექტირებები
  • ხელით შესრულებული დეტალები და საბოლოო დამუშავება
  • დელიკატურ და ნატურალურ ქსოვილებთან მუშაობა
  • დიზაინერთან და კონსტრუქტორთან უშუალო თანამშრომლობა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე, პასუხისმგებლობა, სუფთა შესრულება და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება.

საქორწილო, საღამოს სამოსისა და მაღალი სამკერვალო ტექნიკებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო დღეები — ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები — 09:00-დან 18:00-მდე

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით — ფიქსირებული ანაზღაურება + დამატებითი ბონუსი სპეციალურ ინდივიდუალურ და საქორწილო პროექტებზე.

შერჩეულ კანდიდატთან ჩატარდება ანაზღაურებადი საცდელი სამუშაო.

CV და სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე:

კერვამულაჟთან მუშაობასაქორწილო სამოსიდეტალებისადმი ყურადღებაქსოვილებთან მუშაობა