საქართველოს პროკურატურა-ის ლოგო

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსი

საქართველოს პროკურატურა
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1920 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 14 ოქტ
განაცხადების ვადა: 19 ოქტ

ფუნქციები:
• კორესპონდენციის ეფექტური და დროული წარმოება;
• საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება;
• შემოსული დოკუმენტების განხილვა და ადრესატისათვის დროული მიწოდება;
• დაცული დოკუმენტების ასლის და ამონაწერის გაცემა, როგორც დაინტერესებულ დაწესებულებებზე, ასევე ცალკეულ პირებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
• არქივის მდგომარეობის, საქმისწარმოებისა და დოკუმენტების დაცვის სისწორის კონტროლი;
• საჭიროების შემთხვევაში საქმისწარმოებით დამთავრებული და დადგენილი წესის შესაბამისად დამუშავებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
• შემოსული და გასული კორესპონდენციის დახარისხება-დაგზავნა;
• შემოსული და გასული კორესპონდენციის დარეგისტრირება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, ატვირთვა, დაბეჭვდა, ასლის გადაღება და გამრავლება;
• საჭიროების შემთხვევაში არქივისათვის დოკუმენტების დადგენილი წესის შესაბამისად გადაცემა;
• საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელების მითითებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

---

საკონკურსო თემატიკა:
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.

---

დამატებითი მოთხოვნები:
ა) მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
ბ) კომპეტენციები: ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება, დროის ეფექტიანი მართვა, სტრესულ გარემოში მუშაობა, დამოუკიდებლად მუშაობა, გუნდური მუშაობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.

---

ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს პროკურატურა არის დამოუკიდებელი დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში

---

დამატებითი ინფორმაცია:
განაცხადის შევსების დროს, აუცილებელია კანდიდატმა მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორი (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია) და შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს საკონკურსო პოზიციაზე მისი საქმიანობის სამომავლო ხედვას.
განათლების გრაფაში კანდიდატმა უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამუშაო გამოცდილების გრაფაში კანდიდატმა უნდა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

---

კატეგორია: საქმისწარმოება
ხელფასი: 1920 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი; Microsoft Office PowerPoint - - კარგი; Microsoft Office Outlook - - კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

საქმისწარმოებაMicrosoft Officeორგანიზებულობაანალიტიკური აზროვნებადროის მართვა