ავტოსადგომის გაყიდვების მენეჯერი
დიზი ლიზინგი მდებარეობა: რუსთავი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 24 სექ
განაცხადების ვადა: 24 ოქტ
გამოცდილების დონე: საშუალო
საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: რუსთავი, ტაშკენტის 16 მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
- ენების ცოდნა: ქართული და რუსული ენების ფლობა.
- მართვის მოწმობა: "B" კატეგორია.
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ავტომობილის აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- სასურველია ავტოინდუსტრიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- თვითორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ძირითადი მოვალეობები:
- განცხადებების განთავსება: ავტომობილების გაყიდვის შესახებ განცხადებების ატვირთვა და მართვა MyAuto.ge-ზე.
- კონსულტაცია: მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ავტომობილის მახასიათებლების, ფასების, კომპლექტაციისა და სხვაობების შესახებ.
- პრეზენტაცია და ტესტ-დრაივი: ავტომობილის დემონსტრირება ავტოსადგომზე და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტ-დრაივის ორგანიზება.
- მორგებული შეთავაზება: მყიდველის სურვილებისა და ბიუჯეტის დადგენა საუკეთესო ვარიანტის შესათავაზებლად.
- დოკუმენტაციის გაფორმება: ნასყიდობის ხელშეკრულებისა და თანმდევი საბუთების მომზადება.
- ავტომობილის გადაცემა: ავტომობილის მომზადება გადასაცემად და მყიდველისთვის გასაღების ჩაბარება.
- ბაზასთან მუშაობა: კლიენტების ბაზის წარმოება, შემოსულ განაცხადებზე დარეკვა და განმეორებითი გაყიდვების სტიმულირება.
- ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
- ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: ელ. ფოსტა . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ქართული ენარუსული ენაB კატეგორიის მართვის მოწმობასაოფისე პროგრამებიავტომობილის ტექნიკური ცოდნაგაყიდვების უნარები