სოციალური მედიისა და კონტენტის მენეჯერი

ინვესტ გრუპი
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 17 აგვ
განაცხადების ვადა: 16 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო

სამშენებლო კომპანია ბათუმში "Invest Group" ეძებს კრეატიულ, პასუხისმგებლობიან და შედეგებზე ორიენტირებულ სოციალური მედიისა და კონტენტის მენეჯერს , რომელიც სრულად მართავს კომპანიის Facebook და Instagram გვერდებს და ხელს შეუწყობს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდას.

ძირითადი მოვალეობები:

  • Facebook და Instagram გვერდების სრულად მართვა;
  • სოციალური მედიის კონტენტ-გეგმის შექმნა;
  • პოსტების, Stories-ისა და Reels-ის დაგეგმვა და გამოქვეყნება;
  • ბინებისა და პროექტების შესახებ გაყიდვადი და საინფორმაციო კონტენტის მომზადება;
  • ტექსტების დაწერა და ვიზუალური მასალის მომზადება/შერჩევა;
  • პროექტის მშენებლობის პროცესის, სიახლეებისა და შეთავაზებების გაშუქება;
  • გვერდის ვიზუალური სტილისა და ბრენდის იმიჯის დახვეწა;
  • მომხმარებლების კომენტარებისა და შეტყობინებების მართვა;
  • კონკურენტების და ბაზრის მონიტორინგი;
  • სოციალური მედიის სტატისტიკისა და შედეგების ანალიზი;
  • რეკლამების დაგეგმვა და მართვა (გამოცდილება Meta Ads-ში ჩაითვლება უპირატესობად);
  • ახალი, კრეატიული იდეების შეთავაზება კომპანიის განვითარებისთვის.

სასურველი უნარები:

  • Facebook/Instagram-ის პროფესიონალურად მართვის გამოცდილება;
  • კარგი გამართული ტექსტის წერის უნარი;
  • საჭირო პროგრამების ცოდნა;
  • Reels-ისა და მოკლე ვიდეოების შექმნის უნარი;
  • კრეატიული აზროვნება;
  • პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
  • უძრავი ქონების ან სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: . გთხოვთ, ელ.ფოსტის თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სოციალური მედიისა და კონტენტის მენეჯერი".

Facebook მართვაInstagram მართვაContent CreationMeta AdsCopywritingReels-ის შექმნაანალიტიკაკრეატიული აზროვნება