მოპირკეთების სამუშაოების სპეციალისტი

ორბი ჯგუფი თბილისი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000-3000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 28 სექ
განაცხადების ვადა: 28 ოქტ

შპს " ორბი ჯგუფი თბილისი " აცხადებს ვაკანსიას მოპირკეთების სამუშაოების სპეციალისტის (Finishing Work Specialist) -ის პოზიციაზე, Central Park Towers-ის პროექტისთვის.

პოზიციაზე დასაქმებული პირი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე მოპირკეთების სამუშაოების ყოველდღიურ მონიტორინგზე, ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კონტროლზე, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების გადამოწმებასა და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.

ანაზღაურება: 2000-3000 ლარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტზე მიმდინარე Finishing Works-ის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი;
  • ქვეკონტრაქტორების სამუშაო პროცესისა და პროგრესის ზედამხედველობა;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და შესაბამისობის გადამოწმება;
  • ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებისა და Progress Payment-ების ფაქტობრივ სამუშაოებთან შედარება;
  • სამუშაოების ადგილზე გაზომვა და რაოდენობების გადამოწმება;
  • არქიტექტურული და სამუშაო ნახაზების მიხედვით შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
  • კედლის, იატაკის, ჭერის, ფილების, შეღებვისა და სხვა მოპირკეთების სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
  • აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და მათი გამოსწორების კონტროლი;
  • ყოველდღიური პროგრესისა და სამუშაოების სტატუსის შესახებ ანგარიშგება;
  • პროექტის გუნდთან და ქვეკონტრაქტორებთან სამუშაო საკითხების კოორდინაცია;
  • სამუშაოების ვადების მონიტორინგი და შესაძლო შეფერხებების დროული იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
  • Finishing Works-ის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • არქიტექტურული და სამუშაო ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტირების უნარი;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და რაოდენობების გადამოწმების გამოცდილება;
  • ქვეკონტრაქტორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო მასალებისა და მოპირკეთების სამუშაოების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • MS Office / Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაოს მიმდინარე სამშენებლო პროექტზე;
  • პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • გამოცდილ სამშენებლო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:

Construction managementFinishing worksBlueprint readingMS OfficeExcelAutoCADEnglish languageSubcontractor management