ლიზინგის მენეჯერი

ბი2ბი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ
განაცხადების ვადა: 2 ნოე

კომპანია "B2B" -ი აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 სთ - 19:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა: კონსულტაცია, დაფინანსების/სალიზინგო პროდუქტის გაცნობა;
  • ფინანსური მდგომარეობის შეფასება და ლიზინგის პირობების შერჩევა;
  • დაფინანსების/ლიზინგის განაცხადის მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • კლიენტების მიერ კომპანიის ბაზაში დარეგისტრირებული და ლიზინგის მენეჯერის მიერ დადასტურებული განცხადებების საფუძველზე, დაფინანსების პროექტის შექმნა (LMS);
  • დაფინანსების განაცხადის შემუშავება, განმცხადებლის არსებული ფინანსური მდგომარეობის, მითითებით;
  • წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში დაფინანსების განაცხადების დადასტურება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით ექსელი);
  • სასურველია საბანკო ან სალიზინგო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა (მინიმალური დონე B2).

შპს "b2b" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Excelსაბანკო საქმესალიზინგო მომსახურებაინგლისური ენარუსული ენაფინანსური ანალიზი