" Tactical " აცხადებს ვაკანსიას მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური და გსიამოვნებს მომხმარებლებთან ურთიერთობა, შემოუერთდი Tactical-ის გუნდს!

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი"

** ანაზღაურება: 910₾ ფიქსირებული ხელფასი

** დამატებითი ბონუსი შესრულებული გეგმის მიხედვით

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 სამუშაო დღე, 10:00 - 22:00, 1 საათი შესვენება

ძირითადი მოვალეობები

** ონლაინ შეტყობინებების დამუშავება და მომხმარებლებისთვის დროული პასუხის გაცემა;

** შეკვეთების მიღება, გაფორმება და კონტროლი;

** მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ და ადგილზე;

** სალაროსთან მუშაობა და გადახდების მიღება;

** პროდუქციის გაცემისა და მიღების პროცესში მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV მეილზე და დააწერეთ "Tactical მოლარე/ოპერატორი".

სალაროსთან მუშაობაკომუნიკაციაკომპიუტერული პროგრამებიშეკვეთების მართვა