მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3840 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 14 ოქტ
განაცხადების ვადა: 22 ოქტ

ფუნქციები:
• სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამების ადმინისტრირება;
• საგრანტო პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
• საგრანტო პროგრამების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება/ჩატარება;
• საგრანტო პროგრამების შესახებ პოტენციურ ბენეფიციარებთან კონსულტაციების ჩატარება;
• საგრანტო პროგრამის ანგარიშების განხილვა და ფინანსური/პროგრეს მონიტორინგის განხორციელება;
• ინოვაციური პროექტებისა და პროდუქტების ხელშემწყობი ღონისძიებები;
• სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

---

საკონკურსო თემატიკა:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;საქართველოს საგადასახადო კოდექსი;„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული      პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება".

---

დამატებითი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება - ეკონომიკის / ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
• არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
• სასურველია საგრანტო პროექტების მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

• ორგანიზებულობა;
• დაგეგმვისა და მართვის უნარები;
• პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
• შედეგზე ორიენტირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირება;
• პრეზენტაციის მომზადება, ჩატარების უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.

---

დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში უნდა ატვირთოს:

• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც შეესაბამებიან აღნიშნულ მოთხოვნებს და სრულყოფილად წარმოადგენენ მოთხოვნილ დოკუმენტაციას.

  • მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, კონკურსის მიზნებისთვის. აღნიშნული მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ კონკურსის მართვისა და შეფასების მიზნით. კანდიდატს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, შესწორება ან წაშლა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

---

კატეგორია: პროექტების მართვა
ხელფასი: 3840 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური - - B2 - - B2
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - ძალიან კარგი; Microsoft Office PowerPoint - - კარგი; Microsoft Office Outlook - - კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

პროექტების მართვასაგრანტო პროგრამებიMicrosoft Officeპრეზენტაციის უნარიანალიტიკა