უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
Xide Partnersმზად ხარ, შენი ამბიციები რეალურ შემოსავლად აქციო?
"Xide Partners " ეძებს უძრავი ქონების გაყიდვების აგენტებსა და მომავალ ლიდერებს!
თუ მიზანდასახული ხარ, გიყვარს მაღალი შემოსავალი, გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და არ აპირებ საშუალო შედეგებით დაკმაყოფილებას — შენი ადგილი ჩვენთან არის.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ "თანამშრომლებს". ჩვენ ვეძებთ პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებსაც სურთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის რეალიზება უძრავი ქონების ყველაზე დინამიურ ბაზარზე.
რატომ მაინცდამაინც "Xide Partners"?
- შემოსავალი ლიმიტების გარეშე:
- სტაჟიორი / დამწყები: 50% (საკომისიოდან)
- გამოცდილი აგენტი: 60% (საკომისიოდან)
- გრანდიოზული ბონუსები და ნომინაციები:
- თვის, კვარტლისა და წლის საუკეთესო აგენტების გამოვლენა
- ფულადი პრიზები და საგზურები საზღვარგარეთ
- წლის გამარჯვებულისთვის — განსაკუთრებული, სოლიდური ფულადი ჯილდო!
- სრულფასოვანი დატრენინგება: ჩვენ გასწავლით არა უბრალოდ გაყიდვებს, არამედ მსხვილი გარიგებების დახურვისა და მოლაპარაკებების მართვის ხელოვნებას.
- ტექნიკური მხარდაჭერა: სამუშაო ლეპტოპი, კორპორაციული ნომერი (ულიმიტო პაკეტით) და განცხადებების ასატვირთი შიდა, გამარტივებული პროგრამა.
რას გააკეთებ ჩვენთან?
- წარმართავ მაღალი დონის მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს.
- იმუშავებ პოტენციურ მყიდველებთან და დეველოპერებთან.
- მართავ შემოსულ ზარებს, შეტყობინებებსა და ობიექტების განთავსებას.
- შექმნი შენს პერსონალურ ბრენდს უძრავი ქონების სფეროში.
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 11:00 - 19:00
- შაბათი: თვეში 2 არჩევითი შაბათი (12:00 - 17:00)
- დასვენება: კვირა, ოფიციალური უქმეები + 1 დამატებითი Day Off თვეში
- მისამართი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქუჩა.
ვის ვეძებთ?
- ამბიციურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რატომ სურთ მაღალი შემოსავალი.
- ლიდერული თვისებების მქონე კადრებს, რომლებიც არ ეძებენ მიზეზებს, არამედ პოულობენ შესაძლებლობებს.
- პუნქტუალურ, სერიოზულ და ამავდროულად კომუნიკაბელურ პიროვნებებს.
შენი გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა შენი ამბიცია და განვითარების წყურვილი — გადამწყვეტი.
როგორ გადმოხვალ ახალ ეტაპზე?
გამოაგზავნე შენი CV ელფოსტაზე: ელ. ფოსტა
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, ვინც მზად არის დიდი გამოწვევებისა და დიდი შედეგებისთვის.