გაყიდვების მენეჯერი
USGLOBAL AUTO IMPORT მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 24 აგვ
განაცხადების ვადა: 23 სექ
გამოცდილების დონე: დამწყები
ლოჯისტიკური კომპანია "იუსგლობალი" , ოპერირებს საქართველში ავტოიმპორტის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს რეგიონულ ოფისებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თუ გსურს შემოუერთდე მზარდ და მეგობრულ გუნდს, სადაც კარიერული განვითარების ეტაპები ყველასთვის ღიაა მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საირმის 5
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00)
ანაზღაურება: მოჭრილი + სოლიდური საბონუსე სისტემა
იუსგლობალი-ში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს , რომელიც:
- მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს
- დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან;
- იზრუნებს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე დილერებთან
- მოახდენს მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირებას
- მუდმივად განაახლებს მის ხელთ არსებულ ბაზებს
უპირატესობად ჩაითვლება ავტომობილებში გარკვეული კანდიდატი.
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
- გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- გიყვართ გაყიდვები
- გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
- იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
- ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
- იცით სხვა რომელიმე ენა
გამოგვიგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: ელ. ფოსტა და Subject-ში მიუთითე "გაყიდვების მენეჯერი".
გაყიდვებიკომუნიკაციამომხმარებელთან ურთიერთობაავტომობილების სპეციფიკაორგანიზებულობაგუნდური მუშაობა