იუსტიციის სახლი-ის ლოგო

უფროსი სპეციალისტი - იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2240 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 14 ოქტ
განაცხადების ვადა: 18 ოქტ

ფუნქციები:
• მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე განცხადებების მიღება, უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის გადაგზავნა;
• ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
• საჭიროების შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გადაცემა უფლებამოსილ პირებზე;
• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
• ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

---

საკონკურსო თემატიკა:
ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობისა და სერვისების შესახებ;იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2026 წლის 01 ივლისის №1334/ს ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი";საქართველოს კონსტიტუცია;კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;კანონი „მეწარმეთა შესახებ“;კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;ორგანული კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;კანონი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“;კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, 1-ლი – მე–4 მუხლები;მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №797 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №487 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;„იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 27 იანვრის №32/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე“.
გასაუბრებაზე, ძირითადი კითხვები დასმული იქნება შემდეგი მასალიდან:

ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საქმიანობისა და სერვისების შესახებ;საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2026 წლის 01 ივლისის №1334/ს ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი";საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №487 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება  №797 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge

---

დამატებითი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
• აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
• კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა.

კომპეტენციები:
• გუნდური მუშაობა;
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
• შედეგზე ორიენტაცია;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• დამოუკიდებლად მუშაობა;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
• დროის ეფექტიანი მართვა.

---

დამატებითი ინფორმაცია:
გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის ტექსტში განსაზღვრულ საკონკურსო მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
• მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
• განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• სამუშაო გამოცდილების ველში, დეტალურად აღწერონ მათი ფუნქციები.

დასაქმების შემდეგ გთავაზობთ სრულფასოვან ტრენინგს და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში ჩასართავად.

კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.

---

კატეგორია: მომსახურება
ხელფასი: 2240 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

MS OfficeWordExcelკომუნიკაციადოკუმენტაციის მართვამომხმარებელთა მომსახურება