ონის მუნიციპალიტეტის მერია-ის ლოგო

ზედამხედველობის სამსახურის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

ონის მუნიციპალიტეტის მერია
მდებარეობა: ონი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1440 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 14 ოქტ
განაცხადების ვადა: 17 ოქტ

ფუნქციები:

  1. სამსახურის უფროსის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშეობით გამოგზავნილი ხელშეკრულებებით განსაზღვრული საპროექტო ვადების და პირობების, ზედამხედველობის მიზნით შემსრულებელთან კომუნიკაცია და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნა, ასევე ზედამხედველობის ობიექტის ლოკაციაზე გასვლა პროექტის მიმდინარეობის შესწავლა-შეფასების მიზნთ. ნაკლოვანებების/ხარვეზების, ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში შემსრულებლის ინფორმირება და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნა.
  2. პროექტის დასრულების თაობაზე, შემსრულებლის მიერ გამოგზავნილი მოთხოვნის და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების საფუძველზე, განხორციელებული პროექტების საბოლოო შესაწავლა-შეფასება ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შევსებული ფორმა #2-ის ადგილზე გადამოწმება, მიღებული შედეგების ამსახველი დასკვნის მომზადება, ხელმოწერა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და წარდგენა შემდგომი რეაგირებისთვის.
  3. უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე (ადმინისტრაციულ ერთეულებში) და პასუხისმგებელია მის სამოქმედო არეალში ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელებაზე.
  4. ზედამხედველობის ფარგლებში გამოვლენილი უნებართვო მშენებლობების, ასევე განსაზღვრულ სივრცეებზე/სივრცეებში უნებართვო რეკლამის განთავსების თაობაზე მესაკუთრის ინფორმირება (სიტყვიერი გაფრთხილება) და პოტენციური ჯარიმების დაკისრების შესახებ წერილობითი გაფრთხილების მიზნით მერის სახელით გასაგზავნი წერილის პროექტის მომზადება სამსახურის უფროსის მიერ დასავიზებლად დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთვა. გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო ოქმის გამოწერა და დამრღვევთან გაგზავნა.
  5. ზედამხედველობის ფარგლებში მეველე-მეთვალყურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქონლის უმეთვალყურეოდ გადაადგილების ფაქტებზე რეაგირება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების კონტროლის განხორციელება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. სოფლის მეურნეობისა და სურსათის უზრუნველყოფის სამსახურთან კომუნიკაცია მონაცემთა ბაზის მეშვეობით საქონელზე დატანილი საინდენტიფიკაციო ნომრების გამოყენებით საქოლის მესაკუთრის იდენტიფიცირებ მიზნით. დამრღვევთან კომუნიკაცია და სიტყვიერი გაფრთხილების, განმეორების შემთხვევში მერის სახელით წერილობითი გაფრთხილების პროექტის მომზადება და სამსახურის ფუროსისთვის წარდგენა. გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო ოქმის გამოწერა და დამრღვევთან გაგზავნა.
  6. შემოსული წერილების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მომზადება და წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელთან.

---

საკონკურსო თემატიკა:
 საქართველოს კონსტიტუცია;
 ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
 საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
 საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.

---

დამატებითი მოთხოვნები:
კომპეტენციები:

  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
  • ინფორმაციის შეგროვებისა (და გაცემის) უნარი.

---

დამატებითი ინფორმაცია:

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: www.vacancy.hr.gov.ge.
  2. კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  3. აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.
  4. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
  5. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ვაკანსიის მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა შერჩევის მომდევნო ეტაპზე.
  6. კონკურსი მოიცავს განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებასა და საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას.
  7. გასაუბრების ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე კონკურსის შედეგების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომერზე.
  8. კონკურსში მონაწილეობის მიზნით განაცხადის წარდგენით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში განსაზღვრულ ფუნქციებსა და პირობებს. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---

კატეგორია: ზედამხედველობა
ხელფასი: 1440 ლარი
ლოკაცია: ონი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე
მინიმალური განათლება: პროფესიული
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

Microsoft Office WordMicrosoft Office Excelგუნდური მუშაობადეტალებზე ორიენტირებაკომუნიკაციაინფორმაციის შეგროვება