Inex Group-ის ლოგო

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

Inex Group
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 18 აგვ
განაცხადების ვადა: 17 სექ

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " ინექს გრუპი " აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: თბილისი (ლილო)

სამუშაო აღწერილობა:

  • შემომავალი ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
  • მომხმარებლისთვის საკურიერო მომსახურების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა. საკურიერო მომსახურების გაფორმება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში;
  • გზავნილებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება (სტატუსი, მდებარეობა, მიწოდების ვადები) და მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება;

მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

"ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!

საოფისე პროგრამებირუსული ენაინგლისური ენაკომუნიკაციადროის მართვა