არქი-ის ლოგო

გაყიდვების მენეჯერი

არქი
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 26 აგვ
განაცხადების ვადა: 9 სექ
გამოცდილების დონე: საშუალო

კომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:

  • მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
  • პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
  • მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
  • პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
  • მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

სამუშაო ადგილი: ბათუმი , ინასარიძის ქუჩა N25

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გაყიდვებიუძრავი ქონებაინგლისური ენაMicrosoft Officeკომუნიკაციაანალიტიკა