Go-playgrounds-ის ლოგო

მექანიკის ინჟინერი

Go-playgrounds
მდებარეობა: რუსთავი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 16 სექ
განაცხადების ვადა: 16 ოქტ

შპს ,,გოუ-ფლეიგრაუნდს’’-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

,,გოუ-ფლეიგრაუნდს’’-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - მექანიკის ინჟინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის

ძირითადი პასუხისმგებლობები:

1. პოდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის(საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა.

2. პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება.

3. პროდუქტის შემადგენელი დეტალების ნახაზების შესაბამის პროგრამაში შექმნა/მომზადება, ასევე არსებული ნახაზების დამუშავება და საწარმოო პროცესში ჩაშვება.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის;

2. სამუშაო ნახაზების შექმნა/დამუშავება;

3. კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრა და შენარჩუნება;

4. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების მიმართულებისთვის;

5. ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სათანადოდ შენახვა.

6. სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება

7. წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირსთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება, არქიტექტორის, სამშენებლო/საინჟინრო ან მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით;

• AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;

• სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

• სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!

AutoCADSOLIDWORKSArchiCADსაინჟინრო ნახაზებიტექნიკური დოკუმენტაციაინგლისური ენასაპროექტო დოკუმენტაციაწარმოების მხარდაჭერასაინჟინრო ინსპექტირება