ოფისის მენეჯერი

მედიტეკი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1800 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 7 ოქტ
განაცხადების ვადა: 6 ნოე

შპს "მედიტეკი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

მედიტეკი წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის (ტრამვატოლოგიური/ორთოპედიული იმპლანტების) დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან და სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის მსოფლიოში მოწინავე მწარმოებელი კომპანიების ორთოპედიულ იმპლანტებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არტურ ლაისტის ქ. 4

პოზიცია: ოფის-მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 10:00-18:00 სთ

ანაზღაურება: 1800 ლარი (net)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტების/სტუმრების მიღება ოფისში და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა;
  • სატელეფონო ზარების და ელფოსტის მართვა;
  • ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;
  • საოფისე-ადმინისტრაციული ინვენტარის მარაგების უზრუნველყოფა;
  • ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
  • ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • შიდა დოკუმენტბრუნვის და ანგარიშგების მართვა;
  • ზედნადებების ატვირთვა/გააქტიურება.
  • Fina - პროგრამის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (Fina)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:

და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ოფისის მენეჯმენტიFinaინგლისური ენარუსული ენასაოფისე პროგრამებიდოკუმენტბრუნვა