ბიომარკეტი-ის ლოგო

ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი

ბიომარკეტი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000-2500 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 31 აგვ
განაცხადების ვადა: 30 სექ

კომპანია "ბიომარკეტი " აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + % გაყიდვებიდან;
  • საშუალო შემოსავალი: 2000-2500+ ლარი თვეში;
  • საუკეთესო შედეგების შემთხვევაში, ბონუსი შეიძლება აღემატებოდეს 8550 ლარს;
  • დამატებითი ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის;
  • სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურებადი (10-14 დღე): 11:00-14:00 ან 15:00-18:00;
  • 1-თვიანი მუშაობის შემდეგ ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა;
  • ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკის არჩევანი:

  • 5/2 — 8-საათიანი სამუშაო დღე;
  • 2/2 — 10-საათიანი სამუშაო დღე;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უკვე არსებულ მომხმარებელთან კონტაქტის დამყარება;
  • მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია;
  • შეკვეთების პროგრამულად (CRM) გაფორმება.

ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნოს.

ამიტომ გთავაზობთ:

  • ძირითადი ბონუსების გარდა, ყოველკვირეულ ბონუსებს — შედეგებზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურება;
  • სამოტივაციო ბონუსებს სტაჟირების პერიოდში — შენი პირველი ნაბიჯების მხარდასაჭერად;
  • არაფინანსურ წახალისებებს სამუშაო კვირის განმავლობაში:პიცა, ხილი, ტკბილეული და სხვა სასიამოვნო სიურპრიზები;
  • ყავა და ჩაი — შეუზღუდავად, ჩვენი კორპორაციული ენერგიისთვის;
  • Fitpass ბარათი — ზრუნვა შენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრებაზე.

ჩვენ ვეძებთ:

  • კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქოლცენტრში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი);
  • პასუხისმგებლობიან და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგზე;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს;
  • ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარების მოტივაცია, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და დახვეწონ გაყიდვების უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) და ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. დაინტერესებული ხართ? დარეკეთ WhatsApp-ის შემდეგ ნომერზე:+995 577 110 531

გაყიდვების უნარებიკომუნიკაციაCRMგუნდური მუშაობაპუნქტუალურობა