დისტრიბუტორი მძღოლი

ემერენ გრუპი
მდებარეობა: რუსთავი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1800 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 10 აგვ
განაცხადების ვადა: 9 სექ

კომპანია შპს "ემერენ გრუპი" კომპანია აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მასშტაბით.

მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

მისამართი: ქ.რუსთავი

ანაზღაურება: 1800-დან

სამუშაო განრიგი-შეთანხმებით

ძირითადი ფუნქციები:

  • სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
  • ჩატვირთული ტვირთის განაწილება სავაჭრო ობიექტებში მარშრუტის შესაბამისად;
  • კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გადმოტვირთვა და მაღაზიის ტერიტორიაზე განთავსება დაუზიანებლად და ზუსტი რაოდენობით;
  • სავაჭრო ქსელიდან, წინასწარ დაანონსებული ინვენტარისა და უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ზუსტი და უდანაკარგო ტრანსპორტირება;
  • ავტომობილის ზედაპირული ტექნიკური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ტრანსპორტირება და მიწოდება
  • უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას მაღაზიებში, ან გასაღების წერტილებში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • B1-C კატეგორიის მართვის მოწმობა
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

B1-C მართვის მოწმობაპასუხისმგებლობის გრძნობაკონფლიქტების მართვატრანსპორტირება