ლაზეროთერაპევტი
ესთეტიკის ცენტრი კალისია"კალისია" - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.
ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.
პოზიცია: ლაზეროთერაპევტი
შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა!
ძირითადი მოვალეობები:
- პროცედურის მაღალ დონეზე ჩატარება;
- მაღალ ხარისხზე მუდმივი ზრუნვა;
- პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
- პაციენტისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა;
- დადგენილი ჰიგიენური ნორმების დაცვა.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ვარკეთილი, წულუკიძის 6
სამუშაო საათები: 10:00 - 20:00;
სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე ელ. ფოსტა . გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ლაზეროთერაპევტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!