უმცროსი იურისტი
გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 20 აგვ
განაცხადების ვადა: 19 სექ
გამოცდილების დონე: დამწყები
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
- შრომის ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომის ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო+FITPASS. დასაქმებიდან 1 წლის შემდეგ შესაძლოა დაწინაურება უფროს იურისტად (3000 + ლარი ხელზე), შემდეგ კი მთავარ იურისტად (4000 + ლარი ხელზე).
დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.zlf.com.ge facebook: Giorgi Zarnadze Law Firm. Tiktok: Giorgi Zarnadze Law Firm
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა/ანალიზი;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- სასამართლოში, არბიტრაჟში და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა;
- კომპანიების რეგისტრაცია;
- სხვადასხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
- იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია);
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (ჩაითვლება უპირატესობად);
- მართვის მოწმობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: ელ. ფოსტა და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
იურიდიული დოკუმენტების შედგენასამართლებრივი კონსულტაციასასამართლო წარმომადგენლობაკომპიუტერული საოფისე პროგრამებიინგლისური ენა