ოფისის მენეჯერი

STREAM
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 19 სექ
განაცხადების ვადა: 3 ოქტ

ვაცხადებთ "ოფისის მენეჯერის" ვაკანსიას კომპანია - "ელტეგისთვის" ( www.elteg.ge ).

კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ელტეგი მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. ამჟამად ასევე Hitachi-ს ავტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში.

პოზიციაზე მივესალმებით, შესაბამისი გამოცდილების პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვას, ოფისის ყოველდღიური საქმიანობის, შესყიდვებისა და მომარაგების, დოკუმენტბრუნვისა და ლოგისტიკური საკითხების კოორდინაციას.

სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი (09:00-18:00)

ანაზღაურება: 1500-2000 ლ. (NET) (ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)

ძირითადი მოვალეობები:

  • საოფისე და სამეურნეო მარაგების საჭიროებების განსაზღვრა, შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
  • კომპანიის დოკუმენტბრუნვისა და ოფიციალური კორესპონდენციის ადმინისტრირება, მათ შორის დოკუმენტების მიღება, დახარისხება, აღრიცხვა და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხების ორგანიზება, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან, პარტნიორებთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
  • ოფისის ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სერვისების კოორდინაცია;
  • თანამშრომლების ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების უზრუნველყოფა და სხვადასხვა საოპერაციო საკითხის დროული გადაწყვეტა;
  • სტუმრებისა და ბიზნეს-პარტნიორების მიღების, შეხვედრებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  • ხელმძღვანელობასთან და კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაცია მიმდინარე ადმინისტრაციულ და საოპერაციო საკითხებზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება — სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ან მსგავს სფეროში;
  • ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროცესების, დოკუმენტბრუნვისა და ადმინისტრაციული საკითხების მართვის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა .

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM ( www.stream.com.ge ) -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

MS Officeადმინისტრაციული მართვადოკუმენტბრუნვაშესყიდვებილოგისტიკა