გაყიდვების მენეჯერი Horeca-ს მიმართულებით
ალკო აუთლეტი მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500-3000 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 2 ოქტ
განაცხადების ვადა: 30 ოქტ
გამოცდილების დონე: დამწყები
შპს " ალკო აუთლეტი " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, Horeca-ს მიმართულებით, ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
- სავაჭრო ობიექტებიდან პროდუქციის შეკვეთის აღება
- ახალი ობიექტების მოძიება, სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუშაობა
- ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება
- სხვადასხვა პოზიციის თანმდევი სამუშაოების ჩატარება
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- ავტომობილი
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- გამართული მეტყველება, დამაჯერებელი, დამარწმუნებელი საუბარი, მოლაპარაკების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
პირობები:
- ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვიდან; ჯამურად 3000+.
- დასვენება: შაბათი, კვირა
კანდიდატებმა CV უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: ელ. ფოსტა
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 ოქტომბრის ჩათვლით . გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
გაყიდვებიმოლაპარაკების უნარიB კატეგორიის მართვის მოწმობაკომუნიკაცია