მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 25 სექ
განაცხადების ვადა: 25 ოქტ

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი);
  • სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
  • შრომის ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად); გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 5000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში;
  • სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.);
  • კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
  • ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება;
  • სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
  • კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სავალდებულოა);
  • ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
  • მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სამოქალაქო სამართალიადმინისტრაციული სამართალისასამართლო წარმომადგენლობასაპროცესო დოკუმენტების შედგენასაოფისე პროგრამები