დამლაგებელი/მრეცხავი
მეტეხის კუთხე მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 11 აგვ
განაცხადების ვადა: 10 სექ
გამოცდილების დონე: დამწყები
ახალი კაფე-ბარი " მეტეხის კუთხე " აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის/მრეცხავის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და სისუფთავეზე ორიენტირებულ თანამშრომელს.
სამუშაო პირობები
- სამუშაო საათები: 08:00-დან 10:00 საათამდე; 15:00-დან 20:00 საათამდე;
- ანაზღაურება: 800 ლარი ხელზე თვეში;
- სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14
ძირითადი მოვალეობები
დილით, ობიექტის გახსნამდე:
- ობიექტის დალაგება და სამუშაო დღის დასაწყებად მომზადება;
- სამზარეულოსა და საერთო სივრცეების მოწესრიგება.
დღის მეორე ნახევარში:
- ჭურჭლის გარეცხვა;
- სამზარეულოსა და საერთო სივრცეების დალაგება;
- სამუშაო სივრცეების სისუფთავის მუდმივად შენარჩუნება;
- სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
მოთხოვნები
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;
- სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ ან დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: +995 595 967 849
ელფოსტა: ელ. ფოსტა
სისუფთავის დაცვაჰიგიენის დაცვაპუნქტუალურობაჭურჭლის რეცხვა